Privacy Policy & Terms and Conditions
1. ძირითადი თარიღები:
Midea-ს თასის კონკურსი („კონკურსი“) იწყება 2023 წლის 28 დეკემბერს 12:00 საათზე საქართველოს დროით და მთავრდება 2024 წლის 25 იანვარს 11:59 საათზე საქართველოს დროით („კონკურსის პერიოდი“).
2. მონაწილეობის კრიტერიუმები:
კონკურსი ღიაა მხოლოდ საქართველოს რეზიდენტებისთვის, რომლებიც მონაწილეობის მომენტისთვის მიღწეული არიან სრულწლოვან ასაკს.
3. თანხმობა წესების დაცვაზე:
ამ კონკურსში მონაწილეობით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ წაიკითხეთ და თანახმა ხართ, დაიცვათ ეს ოფიციალური წესები და პირობები („წესები“).
4. როგორ მივიღოთ მონაწილეობა:
ეწვიეთ კონკურსის ვებსაიტს www.ge.mideacup.com („ვებსაიტი“) საკონკურსო თამაშის („თამაშის“) სათამაშოდ. შეასრულეთ ვებსაიტის ეკრანზე მოცემული ინსტრუქციები თამაშის რაუნდის (თითოეული, „რაუნდი“) სათამაშოდ და კონკურსში მონაწილეობის უფლებების (თითოეული, „მონაწილეობის უფლება“, ერთობლივად, „მონაწილეობის უფლებები“) მისაღებად. თამაშის თითოეული რაუნდი შედგება შემდეგი 3 (სამი) ეტაპისგან (თითოეული, „ეტაპი“):
|
ეტაპი |
აღწერა |
1. |
საჯარიმო დარტყმები |
ამ ეტაპის განმავლობაში თქვენ გექნებათ 45 (ორმოცდახუთი) წამი იმისთვის, რომ ფეხბურთის ბურთი ჩააგდოთ ეკრანზე წარმოდგენილ ბადეში. თქვენ შეძლებთ ქულების მიღებას ყოველთვის, როდესაც ფეხბურთის ბურთი მოხვდება ბადეში განთავსებულ სამიზნეში ამ პერიოდის განმავლობაში, შემდეგნაირად: (i) [200 თითოეული] ქულა. ქვედა მარცხენა და ქვედა მარჯვენა სამიზნეებში დარტყმისას; (ii) [100 თითოეული] ქულა ცენტრალური სამიზნეში დარტყმისას; და (iii) [150 თითოეული] ქულა ზედა მარჯვენა და ზედა მარცხენა სამიზნეებში დარტყმისას. |
2. |
კუთხურები |
ამ ეტაპის განმავლობაში თქვენ გექნებათ 45 (ორმოცდახუთი) წამი იმისთვის, რომ მოახვედროთ ფეხბურთის ბურთი Midea-ს პროდუქტს, რომელიც გადაისვრის ფეხბურთის ბურთს ეკრანზე წარმოდგენილ ბადეში. თუ ფეხბურთის ბურთს წარმატებით გადაისვრით ბადეში ამ პერიოდში, ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ბურთი ჩააწოდოთ Midea-ს სხვა პროდუქტს ბურთის ბადეში გადასასროლად (და ეს პროცესი განმეორდება ეტაპის დასრულებამდე). თქვენ შეძლებთ ქულების მიღებას ყოველთვის, როდესაც ფეხბურთის ბურთი გადასროლილ იქნება ბადეში, შემდეგნაირად: (i) [50] ქულა თქვენს პირველი ჩაწოდებისას ; (ii) [100] ქულა თქვენს მეორე ჩაწოდებისას დროის დასრულებისთანავე თქვენ შეგეძლებათ გადახვიდეთ თამაშის მომდევნო ეტაპზე. |
3. |
თავისუფალი დარტყმები |
ამ ეტაპის განმავლობაში თქვენ გექნებათ 60 (სამოცი) წამი იმისთვის, რომ ფეხბურთის ბურთი მოახვედროთ ეკრანზე წარმოდგენილ Midea-ს პროდუქტს თქვენ შეძლებთ მიიღოთ [100] ქულა . |
თამაშის ერთი რაუნდის დასრულებისთანავე, თქვენ წარმოგიდგენენ კონკურსში მონაწილეობის ოფიციალურ ფორმას („მონაწილეობის ფორმა“) და მონაწილეთა ჯამურ რაოდენობას, რაუნდთან დაკავშირებით მონაწილეობის მისაღებად თქვენ უნდა: (i) შეასრულოთ ეკრანზე მოცემული მითითებები მონაწილეობის ფორმის შესავსებად და წარსადგენად მთელი საჭირო ინფორმაციით, რაც მოიცავს მოთხოვნას: ა) შეიყვანოთ თქვენი სახელი, გვარი და მოქმედი ელფოსტის მისამართი; და ბ) დათანხმდეთ პრომოუტერისგან ელფოსტით ინფორმაციის მიღებას (ან ხელახლა დაადასტუროთ თქვენი თანხმობა მიღებაზე) მის სიახლეებთან, შეთავაზებებთან, პროდუქტებსა და სერვისებთან დაკავშირებით . თანხმობის გაცემის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ თქვენი თანხმობა ელფოსტით ამგვარი ინფორმაციის მიღებაზე, და ეს არ მოახდენს გავლენას ამ კონკურსში მონაწილეობაზე; თანხმობის გაუქმებასთან დაკავშირებული დეტალებისთვის იხილეთ პრომოუტერის პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა, რომელიც ხელმისაწვდომია საიტზე https://www.midea.com/ge/privacy-policy-and-terms-and-conditions – ეს პუნქტი არ ზღუდავს ნებისმიერ სხვა თანხმობას, რომელიც პირმა შეიძლება მისცეს პრომოუტერს ან სხვა პირებს მათი პერსონალური ინფორმაციის შეგროვებასთან, გამოყენებასა ან/და გამჟღავნებასთან დაკავშირებით.
5. მონაწილეობის ლიმიტი და პირობები:
არ არის დაწესებული ლიმიტი რაუნდების რაოდენობაზე, რომელიც შეიძლება ითამაშოს მონაწილემ, თუმცა ქულების მაქსიმაური ოდენობა რომელიც შეიძლება მონაწილებ აიღოს არის 1250.
თუ პრომოუტერის მიერ გამოვლინდება (ნებისმიერი მტკიცებულების ან სხვა ინფორმაციის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა ან სხვაგვარად გამოვლინდა პრომოუტერის მიერ), რომ რომელიმე პირს ჰქონდა მცდელობა:
(i) გადაეჭარბებინა ამ წესებში მოცემული ნებისმიერი ლიმიტისთვის;
(ii) გამოეყენებინა რამდენიმე სახელი, იდენტობა, ელფოსტის მისამართი ან/და ნებისმიერი ავტომატური,, სკრიპტული, რობოტული ან სხვა სისტემა(ები) ან პროგრამა(ები) კონკურსში მონაწილეობისთვის ან მის ჩასაშლელად; ან/და
(iii) ჩაეშალა ან მონაწილეობა მიეღო კონკურსში ნებისმიერი სხვა თაღლითური ან შეცდომაში შემყვანი გზით, ის შეიძლება დისკვალიფიცირებულ იქნეს კონკურსიდან პრომოუტერის ერთპიროვნული და აბსოლუტური შეხედულებისამებრ. კონკურსის მონაწილეები და მათი თითოეული შესაბამისი აგენტი, თანამშრომელი, დირექტორი, ოფიცერი, სამართალმემკვიდრე და უფლებამონაცვლე (ერთობლივად, „პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული მხარეები“) არ აგებენ პასუხს და არ იღებენ პასუხისმგებლობას ნებისმიერ დაგვიანებულ, წაგებულ, არასწორად მართულ, შეფერხებულ, დაუსრულებელ ან შეუთავსებელ რაუნდთან, ეტაპთან, თამაშთან, მონაწილეობასთან, მონაწილეობის ფორმებთან ან/და კონკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა ინფორმაციასთან (ერთობლივად, „კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაცია“) დაკავშირებით, რომელთაგანაც ყველა ბათილია.
კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაცია ან/და მონაწილის მონაწილეობა კონკურსში შეიძლება უარყოფილ ან/და დისკვალიფიცირებულ იქნეს, თუ პრომოუტერის ერთპიროვნული და აბსოლუტური შეხედულებისამებრ:
(i) კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაცია არ იქნება წარდგენილი და მიღებული ამ წესების შესაბამისად კონკურსის განმავლობაში; ან/და
(ii) კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაცია ან/და მონაწილეობა არაა შესაბამისობაში ამ წესებთან (მათ შორის, შეუზღუდავად, ქვემოთ ჩამოთვლილ მონაწილეობის კონკრეტულ მოთხოვნებთან) ან/და ვებსაიტის პირობებთან (რომლებიც განისაზღვრება პრომოუტერის ერთპიროვნული და აბსოლუტური შეხედულებისამებრ).
6. ვერიფიკაცია:
კონკურსთან დაკავშირებული მთელი ინფორმაცია და ყველა მონაწილე ექვემდებარება ვერიფიკაციას ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზეზით. პრომოუტერი იტოვებს უფლებას, თავისი ერთპიროვნული და აბსოლუტური შეხედულებისამებრ, მოითხოვოს ვინაობის ან/და კრიტერიუმებთან შესაბამისი მტკიცებულება (პრომოუტერისთვის მისაღები ფორმით - მათ შორის, შეუზღუდავად, მთავრობის მიერ გაცემული დოკუმენტი ფოტოთი):
(i) მონაწილის მიერ ამ კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით;
(ii) კონკურსთან დაკავშირებული მთელი ინფორმაციის ან/და ამ კონკურსის მიზნებისთვის შეტანილი (ან სავარაუდოდ შეტანილი) სხვა ინფორმაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის ან/და ლეგიტიმურობის შემოწმების მიზნით; ან/და
(iii) ნებისმიერი სხვა მიზეზით, რომელსაც პრომოუტერი საჭიროდ ჩათვლის, თავისი ერთპიროვნული და აბსოლუტური შეხედულებისამებრ, ამ წესების ფორმისა და შინაარსის შესაბამისად ამ კონკურსის ადმინისტრირების მიზნით. პრომოუტერის მიერ გათვალისწინებულ ვადებში პრომოუტერისთვის დამაკმაყოფილებელი ამგვარი მტკიცებულების წარმოუდგენლობამ შეიძლება გამოიწვიოს დისკვალიფიკაცია პრომოუტერის ერთპიროვნული და აბსოლუტური შეხედულებისამებრ.
7. მონაწილეობის მოთხოვნები:
ამ კონკურსში მონაწილეობით თქვენ თანახმა ხართ, „პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული მხარეები“ გაათავისუფლოთ ნებისმიერი და ყველანაირი პასუხისმგებლობისგან კონკურსთან და მასში თქვენს მონაწილეობასთან დაკავშირებით და აუნაზღაუროთ „პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულ მხარეებს“ კონკურსში თქვენი მონაწილეობიდან გამომდინარე პრეტენზიებთან დაკავშირებული ნებისმიერი ზიანი, ზარალი, ხარჯები და დანახარჯები. ამ კონკურსში მონაწილეობით თქვენ ასევე თანახმა ხართ, რომ თქვენი მონაწილეობა შესაბამისობაშია ამ წესებში ჩამოყალიბებულ ყველა პირობასთან.
„პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულ მხარეებს“ არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა შემდეგთან დაკავშირებით:
(I) თქვენი მონაწილეობის (ან მისი რომელიმე კომპონენტის) გამოყენება;
(II) მონაწილეობა კონკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ აქტივობაში;
(III) ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციის ნებისმიერი სახით გამოყენება, შეგროვება, შენახვა და გამჟღავნება; ან/და
(IV) გამარჯვებულად გამოცხადების შემთხვევაში, პრიზი (პრიზის ნებისმიერი გამოყენების ან არამართლზომიერი გამოყენების ჩათვლით). „პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული მხარეები“ დაცული უნდა იქნან პასუხისმგებლობისგან თქვენს მიერ იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება, რომ თქვენ თავი აარიდეთ ან სხვაგვარად სრულად არ დაიცავით რომელიმე ეს წესი ან/და ვებსაიტის პირობები (საჭიროებისამებრ).
პასუხისმგებლობისგან ეს გათავისუფლება და ზიანის ანაზღაურება ძალაში რჩება კონკურსის დასრულების ან/და ნებისმიერი პრიზის გაცემის შემდეგ.
კონკურსში მონაწილეობით თითოეული მონაწილე აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ წარდგენილი კონკურსთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია არ შეიცავს მითითებას რომელიმე იდენტიფიცირებად მესამე მხარეზე, თუ არ იქნება მიღებული თანხმობა ყველა ამგვარი პირისგან და მათი მშობლისგან/კანონიერი მეურვისგან, თუ ისინი არ არიან სრულწლოვანი მათი საცხოვრებელი ადგილის იურისდიქციაში და არ გამოიწვევს რაიმე პრეტენზიას, მათ შორის, შეუზღუდავად, პირადი ინფორმაციის ხელყოფის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის ან გასაჯაროების მოთხოვნებს და არ ხელყოფს რომელიმე მესამე მხარის რომელიმე უფლებას ან/და ინტერესებს.
8. პრიზები:
კონკურსში მოსაგებად ხელმისაწვდომია ჯამში 8 პრიზი (თითოეული, „პრიზი“), რომლებიც ქვემოთაა მითითებული მონაწილეთა რეიტინგის შესაბამისად:
1 სარეცხის მანქანა MF100W70 (1 ცალი)
2 ჭურჭლის სარეცხის მანქანა MFD45S110W (1 ცალი)
3 რობოტი მტვერსასრუტი i5C (1 ცალი)
4 ღვინის მაცივარი MDRW107FGG22 (1 ცალი)
5 აეროგრილი MF-CN35C (1 ცალი)
6 მულტისახარში FS5077 (1 ცალი)
7 მტვერსასრუტი MGE18P (1 ცალი)
8 მიკროტალღური ღუმელი AM720C4E-S (1 ცალი)
პრიზი მიღებულ უნდა იქნას, როგორც საჩუქარი და არ ექვემდებარება გადაცემას, დათმობას ან/და ფულად თანხაში კონვერტირებას (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს კონკრეტულად შეიძლება ნებადართულ იქნეს პრომოუტერის მიერ, მისი ერთპიროვნული და აბსოლუტური შეხედულებისამებრ);
(ii) ჩანაცვლება დაუშვებელია, გარდა პრომოუტერის სურვილის შემთხვევაში;
(iii) პრომოუტერი იტოვებს უფლებას, სრულად ან ნაწილობრივ ჩაანაცვლოს პრიზი იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი პრიზის ყველა ან რომელიმე კომპონენტი არაა ხელმისაწვდომი თანაბარი ან უფრო მაღალი საცალო ფასის მქონე პრიზით ან პრიზის კომპონენტ(ებ)ით, მათ შორის, შეუზღუდავად, მაგრამ მხოლოდ პრომოუტერის ერთპიროვნული შეხედულებისამებრ, ფულადი ჯილდოთი;
(iv) პრიზის ყველა მახასიათებელი და თვისებები, გარდა ზემოთ პირდაპირ მითითებული სხვა შემთხვევებისა, მოცემულია პრომოუტერის ერთპიროვნული და აბსოლუტური შეხედულებისამებრ (მათ შორის, შეუზღუდავად, პრიზის თითოეული კომპონენტის მოდელ(ებ)ი, ფერ(ებ)ი და დიაპაზონ(ებ)ი);
(v) მწარმოებლის სტანდარტული პირობები და გარანტია, არსებობის შემთხვევაში, ვრცელდება პრიზის თითოეულ კომპონენტზე; და
(vi) პრიზიორი ერთპიროვნულად პასუხისმგებელია ყველა ხარჯზე, რომელიც არაა პირდაპირ აღწერილი ამ დოკუმენტში.
„პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული მხარეებიდან“ არცერთი არ აკეთებს რაიმე განცხადებას და არ იძლევა რაიმე პირდაპირ თუ ნაგულისხმევ გარანტიას გაცემული პრიზის ხარისხთან ან მიზანთან შესაბამისობასთან დაკავშირებით. კანონით დადგენილ ყველა შემთხვევაში თითოეული დადასტურებული გამარჯვებული აცნობიერებს და ადასტურებს, რომ მას არ შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება ან რაიმე სამართლებრივი ან სამართლიანი დაცვის საშუალება პრომოუტერისგან ან რომელიმე სხვა „პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული მხარისგან“, თუ მისი პრიზი არ აღმოჩნდება მისი მიზნის შესაბამისი ან სხვაგვარად არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდება. დაზუსტებისთვის და ეჭვების თავიდან ასაცილებლად, პრიზზე თანხმობით, დადასტურებული გამარჯვებული თანახმაა, უარი განაცხადოს ყველანაირი უკუმოთხოვნის უფლებაზე პრომოუტერის ან ყველა სხვა „პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული მხარის“ მიმართ, თუ პრიზი ან მისი კომპონენტი არ აღმოჩნდება დამაკმაყოფილებელი სრულად ან ნაწილობრივ.
1 (ერთი) პრიზის ლიმიტი ერთ პირზე.
9. კრიტერიუმებთან შესაბამისობაში მყოფი გამარჯვებულის შერჩევის პროცესი:
2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით, გამოვლინდება გამარჯვებულები.
10. კრიტერიუმებთან შესაბამისობაში მყოფი გამარჯვებულის ინფორმირების პროცესი:
გამარჯვებულის გამოვლენის თარიღიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ელფოსტის საშუალებით პრომოუტერი გაუგზავნის გამოვლენილ გამარჯვებულებს ინფორმაციას. ინფორმაციის მღებიდან 5 (დღის) ვადაში გამარჯვებული ვალდებულია, უზრუნველყოს ამგვარი შეტყობინებების მიღება, ამგვარი შეტყობინებების მონიტორინგი და ამგვარ შეტყობინებებში მოცემული ყველა მითითების შესრულება, რისი შეუსრულებლობის შემთხვევაშიც ის შეიძლება დისკვალიფიცირებულ იქნეს.
11. კრიტერიუმებთან შესაბამისობაში მყოფი გამარჯვებულის დადასტურების პროცესი:
არცერთი პირი არ წარმოადგენს გამარჯვებულს მანამ, სანამ პრომოუტერი ოფიციალურად არ დაადასტურებს მას, როგორც გამარჯვებულს, ამასთანავე გამარჯვებული
(i) ადასტურებს ამ წესების დაცვას;
(ii) ადასტურებს (მოგებულ) პრიზზე თანხმობას;
(iii) „პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულ მხარეებს“ ათავისუფლებს ნებისმიერი და ყველანაირი პასუხისმგებლობისგან ამ კონკურსთან, მასში მის მონაწილეობასთან ან/და პრიზის ან მისი რომელიმე ნაწილის გაცემასთან და გამოყენებასთან/არამართლზომიერ გამოყენებასთან დაკავშირებით, აღნიშნულთან დაკავშირებული ნებისმიერი მგზავრობის ჩათვლით;
(iv) თანახმაა „პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულ მხარეებს“ აუნაზღაუროს მისი კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციიდან ან მისი რომელიმე ნაწილ(ებ)იდან გამომდინარე ნებისმიერი ზიანი, ხარჯი და დანახარჯი და დაიცვას მისგან გამომდინარე ნებისმიერი მოთხოვნისა და პასუხისმგებლობისგან; და
(v) თანახმაა მისი სახელის, მისამართის, კონკურსის შესახებ განცხადებების ან/და ფოტოს ან სხვა მსგავსის გამოქვეყნებაზე, რეპროდუცირებაზე ან/და სხვაგვარ გამოყენებაზე დამატებითი შეტყობინების ან კომპენსაციის გარეშე, პრომოუტერის მიერ ან მისი სახელით განხორციელებულ ნებისმიერ საჯარო ინფორმაციაში ან რეკლამაში შეუზღუდავი ვადით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ნებისმიერი სახით ან საშუალებით, ბეჭდური მედიის, მაუწყებლობის ან ინტერნეტის ჩათვლით.
თუ პოტენციურ გამარჯვებულთან: (ა) შეუძლებელია დაკავშირება ზემოაღნიშნული წესით; ან თუ მოხდება შეტყობინების, როგორც მიუწოდებელი შეტყობინების დაბრუნება; (ბ) ჯეროვნად არ დააბრუნებს საკონკურსო დოკუმენტებს მითითებულ დროში; (გ) რაიმე მიზეზით არ შეუძლია (ან არ სურს) პრიზის მიღება; ან/და (დ) გადაწყვეტილი აქვს ამ წესების დარღვევა (ყოველივე ზემოაღნიშნული განისაზღვრება პრომოუტერის მიერ, მისი ერთპიროვნული და აბსოლუტური შეხედულებისამებრ), ის დისკვალიფიცირებულ იქნება (და დაკარგავს ყველა უფლებას მოქმედ პრიზზე), ხოლო პრომოუტერი იტოვებს უფლებას, მისი ერთპიროვნული და აბსოლუტური შეხედულებისამებრ და დროის არსებობის შემთხვევაში, შეარჩიოს ალტერნატიული პოტენციური გამარჯვებული ზემოაღნიშნული პროცედურის შესაბამისად, აუცილებელი შესწორებებით (რა შემთხვევაშიც, ამ პუნქტის ზემოაღნიშნული დებულებები გავრცელდება ამგვარ ახალარჩეულ პოტენციურ გამარჯვებულზე).
12. ზოგადი პირობები:
ნებისმიერი პირი, რომელიც, პრომოუტერის აზრით, დაარღვევს წერილის პრომოუტერისეულ ინტერპრეტაციას ან/და ამ წესების შინაარსს ნებისმიერი მიზეზის გამო, დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას პრომოუტერის ერთპიროვნული და აბსოლუტური შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს.
კონკურსთან დაკავშირებული მთელი ინფორმაცია გახდება პრომოუტერის საკუთრება. „პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული მხარეები“ არ აგებენ პასუხს:
(i) ვებსაიტის ან ნებისმიერი სხვა ვებსაიტისა ან პლატფორმის გაუმართაობაზე კონკურსის პერიოდში;
(ii) ნებისმიერ ტექნიკურ გაუმართაობაზე ან ნებისმიერი ხასიათის სხვა პრობლემაზე, მათ შორის, შეუზღუდავად, რომლებიც დაკავშირებულია სატელეფონო ქსელთან ან ხაზებთან, კომპიუტერულ ონლაინ სისტემებთან, სერვერებთან, წვდომის პროვაიდერებთან, კომპიუტერულ ტექნიკასა ან პროგრამულ უზრუნველყოფასთან;
(iii) კონკურსთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის, გამარჯვებულის შეტყობინების ან/და სხვა ინფორმაციის მიუღებლობაზე, შეუგროვებლობაზე ან/და დაუფიქსირებლობაზე ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის, შეუზღუდავად, ტექნიკური პრობლემების ან ინტერნეტში ან ნებისმიერ ვებსაიტზე გადატვირთული ტრაფიკის გამო;
(iv) მონაწილის ან ნებისმიერი სხვა პირის კომპიუტერის ან სხვა ხელსაწყოს დაზიანებაზე, რაც დაკავშირებულია ან გამოწვეულია კონკურსში მონაწილეობით;
(v) რომელიმე პირის გამარჯვებულად ან კრიტერიუმებთან შესაბამის გამარჯვებულად არასწორად ან/და შეცდომით იდენტიფიცირებაზე; ან/და
(vi) ზემოაღნიშნული პუნქტების ნებისმიერ კომბინაციაზე.
პრომოუტერი არცერთ შემთხვევაში არაა ვალდებული, გასცეს იმაზე მეტი რაოდენობის პრიზი (ნებისმიერ საპრიზო დონეზე), ვიდრე ამ წესებითაა გათვალისწინებული. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეებს ექნებათ ერთნაირი ქულები, გამარჯვებული გამოვლინდება იმის მიხედვით, თუ რამდენად ნაკლები ცდა დასჭირდა თითოეულ მონაწილეს ქულების მისაღებად.
ამ კონკურსში მონაწილეობით, თითოეული მონაწილე პირდაპირ თანხმობას უცხადებს პრომოუტერს, მის აგენტებს ან/და წარმომადგენლებს წარდგენილი პერსონალური ინფორმაციის შენახვაზე, გაზიარებასა და გამოყენებაზე მხოლოდ კონკურსის ადმინისტრირების მიზნით და პრომოუტერის პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის შესაბამისად (ხელმისაწვდომია: https://www.midea.com/ge/privacy-policy-and-terms-and-conditions ეს პუნქტი არ ზღუდავს ნებისმიერ სხვა თანხმობას(ებს), რომელ(ებ)იც პირმა შეიძლება მისცეს პრომოუტერს ან სხვებს, მათი პერსონალური ინფორმაციის შეგროვებასთან, გამოყენებასა ან/და გამჟღავნებასთან დაკავშირებით.
კონკურსთან დაკავშირებული მთელი ინფორმაცია წარმოადგენს პრომოუტერის ერთპიროვნულ და ექსკლუზიურ საკუთრებას და შეიძლება ჩამორთმეულ ან გაბათილებულ იქნეს პრომოუტერის მიერ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზეზით. დაზუსტების მიზნით და ეჭვის თავიდან ასაცილებლად, მონაწილეებს არ მიენიჭებათ რაიმე უფლებები (საკუთრების უფლებების შეზღუდვის ჩათვლით) კონკურსთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.
ამ წესებთან დაკავშირებული ყველა შეკითხვით უნდა მიმართოთ Midea-ს მარკეტინგის განყოფილებას ელფოსტის მისამართზე: marketing@midea.ge.
პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა
შესავალი
Midea და ჩვენი აფილირებული კომპანია შპს ემტექნიკსი პატივს ვცემთ თქვენი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობას და ვიღებთ მათი დაცვის ვალდებულებას ამ პოლიტიკის დაცვით.
ამ პოლიტიკაში აღწერილია, თუ:
პერსონალური ინფორმაცია არ მოიცავს საქმიან საკონტაქტო ინფორმაციას, თქვენი სახელის, გვარის, თანამდებობისა ან საქმიანი საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით.
ეს პოლიტიკა ვრცელდება ინფორმაციაზე, რომელსაც ვაგროვებთ, ვიყენებთ ან
გავცემთ თქვენს შესახებ:
ამ ვებსაიტზე.
თქვენსა და ამ ვებსაიტს შორის ელ-ფოსტის, ტექსტურ და სხვა ელექტრონულ შეტყობინებებში.
თქვენს მიერ ამ ვებსაიტიდან ჩამოტვირთული მობილური, პლანშეტისა და დესკტოპ აპლიკაციების საშუალებით, რომლებიც თქვენსა და ამ ვებსაიტს შორის სპეციალიზებულ, არა ბრაუზერზე დაფუძნებულ ურთიერთქმედებას ქმნის.
როდესაც თქვენ ურთიერთქმედებთ ჩვენს რეკლამასა და აპლიკაციებთან მესამე მხარის ვებსაიტებსა და სერვისებზე, თუ ეს აპლიკაციები და რეკლამა მოიცავს ბმულებს ამ პოლიტიკაზე.
როდესაც თქვენ წარადგენთ პროდუქტის სარეგისტრაციო ინფორმაციას.
ვებსაიტი შეიძლება მოიცავდეს ბმულებს მესამე მხარის ვებსაიტებზე, მისაერთებელ მოდულებზე, სერვისებზე, სოციალურ ქსელებზე ან აპლიკაციებზე.
ამ ბმულებზე დაწკაპუნებამ ან ამ კავშირების გააქტიურებამ შეიძლება მესამე მხარეს თქვენს შესახებ მონაცემების შეგროვების ან გაზიარების საშუალება მისცეს. თუ თქვენ გადახვალთ მესამე მხარის ვებსაიტზე ან ჩაერთვებით მესამე მხარის მისაერთებელ მოდულში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ მესამე მხარეებს აქვთ პერსონალური მონაცემების დაცვის საკუთარი პოლიტიკა და ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ პოლიტიკაზე. ჩვენ არ ვაკონტროლებთ ამ მესამე მხარის ვებსაიტებს და მოგიწოდებთ წაიკითხოთ ყველა იმ ვებსაიტის პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა, რომელზეც შედიხართ.
ეს პოლიტიკა არ ვრცელდება ინფორმაციაზე, რომელსაც:
თქვენ აწვდით რომელიმე მესამე მხარეს ან რომელიც გროვდება რომელიმე მესამე მხარის მიერ (ჩვენი აფილირებული და შვილობილი პირების ჩათვლით), ნებისმიერი აპლიკაციის ან კონტენტის საშუალებით (რეკლამის ჩათვლით), რომელიც შეიძლება ბმულით უკავშირდებოდეს ან ხელმისაწვდომი იყოს ვებსაიტიდან ან ვებსაიტზე.
ნებისმიერი სხვა მეთოდი, გარდა ვებსაიტისა.
გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ეს პოლიტიკა თქვენი ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის ჩვენი პოლიტიკისა და პრაქტიკის გასაგებად. თუ არ ეთანხმებით ჩვენს პოლიტიკასა და პრაქტიკას, შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, არ ისარგებლოთ ჩვენი ვებსაიტით. ამ ვებსაიტთან წვდომით ან მისი გამოყენებით, თქვენ აღნიშნავთ, რომ გესმით და ეთანხმებით ამ პოლიტიკაში აღწერილ პრაქტიკას. ეს პოლიტიკა შეიძლება პერიოდულად შეიცვალოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. . თქვენს მიერ ამ ვებსაიტით სარგებლობის გაგრძელება ჩვენს მიერ ცვლილებების შეტანის შემდეგ აღნიშნავს იმას, რომ თქვენ ეთანხმებით ამ ცვლილებებს, ამიტომ გთხოვთ პერიოდულად შეამოწმოთ პოლიტიკა განახლებული ინფორმაციის სანახავად.
ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ თქვენს შესახებ
ჩვენ ვაგროვებთ და ვიყენებთ რამდენიმე ტიპის ინფორმაციას თქვენგან და თქვენს შესახებ, მათ შორის:
პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც შეგვიძლია გონივრულად გამოვიყენოთ პირდაპირ ან ირიბად თქვენი იდენტიფიცირებისთვის, როგორიცაა, თქვენი სახელი და გვარი, საფოსტო მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართი, რომელიც გამოიყენება თქვენი კომპიუტერის ინტერნეტთან დასაკავშირებლად, მომხმარებლის სახელი ან სხვა მსგავსი იდენტიფიკატორი, და ნებისმიერი სხვა საჭირო იდენტიფიკატორი, რომელიც დაგვეხმარება ვებ-გვერდის ფუნქციონირებაში. ("პერსონალური ინფორმაცია“).
ჩვენ საშუალებას ვაძლევთ ნებისმიერ მომხმარებელს გააუქმოს რამდენიმე ინფორმაციის გამოწერა ან უარი თქვას კონტაქტზე მარკეტინგის მიზნებისთვის მიმდინარე რეჟიმში, ჩვენთან ფოსტით დაკონტაქტებით მისამართზე: თბილისი, ფარსადანის ქუჩა N7 ან ელ-ფოსტის შეტყობინების გაგზავნით მისამართზე: marketing@midea.ge.
ტექნიკური ინფორმაცია, სისტემაში შესვლის ინფორმაციის, ბრაუზერის ტიპისა და ვერსიის, დროის ზონირების პარამეტრების, ბრაუზერის მისაერთებელი მოდულის ტიპებისა და ვერსიების, საოპერაციო სისტემიდა და პლატფორმის, ან ინტერნერთან თქვენი კავშირის შესახებ ინფორმაციის, ჩვენს ვებსაიტთან წვდომისთის თქვენს მიერ გამოყენებული მოწყობილობისა და გამოყენების დეტალების ჩათვლით.
არაპერსონალური დეტალები თქვენს ვებსაიტზე ურთიერთქმედების შესახებ, რესურსების უნივერსალური ლოკატორების (URLs), ჩვენს ვებსაიტზე, ვებსაიტის საშუალებით და ვებსაიტიდან გადაადგილების მარშრუტის (თარიღისა და დროის ჩათვლით), დათვალიერებული ან მოძიებული პროდუქტების, გვერდის რეაგირების დროის, ჩამოტვირთვის შეცდომების, კონკრეტულ გვერდებზე ვიზიტების ხანგრძლივობის, გვერდზე ურთიერთქმედების ინფორმაციის (როგორიცაა, სქროლვა, დაწკაპუნება და მაუსის გადატარება), გვერდიდან მოშორებით გათვალიერებისთვის გამოყენებული მეთოდების ან ჩვენს მომხმარებელთა მომსახურების ნომერზე დასარეკად გამოყენებული ნებისმიერი ტელეფონის ნომრის ჩათვლით.
როგორ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენს შესახებ
ჩვენ სხვადასხვა მეთოდებს ვიყენებთ თქვენი ინფორმაციის შესაგროვებლად, მათ შორის, შემდეგი საშუალებებით:
ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით
ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ უშუალოდ თქვენგან ჩვენს ვებსაიტზე ან ჩვენი ვებსაიტის საშუალებით, შეიძლება მოიცავდეს:
ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით ჩვენს ვებსაიტზე ფორმების შევსებით. ეს მოიცავს ჩვენი ვებსაიტით სარგებლობისთვის რეგისტრაციის, ჩვენი მომსახურების გამოწერის, მასალის გამოქვეყნებისა და დამატებითი მომსახურების მოთხოვნის მომენტში მიწოდებულ ინფორმაციას.
თქვენი მიმოწერის ჩანაწერებსა და ასლებს (ელ-ფოსტის მისამართების ჩათვლით), თუ დაგვიკავშირდებით.
თქვენს პასუხს კითხვარებზე, რომელთა შევსებაც შეიძლება გთხოვოთ კვლევის მიზნებისთვის.
ვებსაიტზე თქვენი ძიების მოთხოვნებს.
როდესაც თქვენ აქვეყნებთ კომენტარებს ან კონტენტს (როგორიცაა, განხილვები ან ინსტრუქციები) განცხადებების ელექტრონულ დაფებზე, ბლოგებში ან სხვა ინტერაქტიულ საშუალებებში ჩვენს მომსახურებასთან დაკავშირებით, თქვენი სახელი და გვარი, ქალაქი, შტატი და დამატებითი ინფორმაცია შეიძლება ხილვადი იყოს სხვებისთვის. ფრთხილად იყავით, როდესაც გადაწყვეტილებას იღებთ იმაზე, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოთ მომსახურების საშუალებით. თუ თქვენ იყენებთ მომსახურების საშუალებით შეთავაზებულ სოციალური მედიის რომელიმე მახასიათებლებს, როგორიცაა „მოწონების“ ღილაკი, „გაზიარების“ ღილაკი ან სხვა მახასიათებლები, ამ მახასიათებლებს შეუძლიათ თქვენი ინფორმაციის შეგროვება, როგორიცაა, თქვენი IP მისამართი ან რომელ გვერდს სტუმრობთ და შეიძლება დააყენონ „ქუქები“ მახასიათებლების გასააქტიურებლად. თქვენი ურთიერთქმედება ამ მახასიათებლებთან რეგულირდება სოციალური მედიის პლატფორმების პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკით.
თქვენ ასევე შეგიძლიათ წარმოადგინოთ ინფორმაცია ვებსაიტის საერთო ზონებში გამოსაქვეყნებლად ან გამოსაკრავად (შემდგომში „გამოქვეყნება“) ან ვებსაიტის სხვა მომხმარებლებისთვის ან მესამე მხარეებისთვის გადასაცემად (ერთობლივად, „სამომხმარებლო კონტენტი“). თქვენი სამომხმარებლო კონტექსტის გამოქვეყნება და სხვებისთვის გადაცემა ხდება თქვენი საკუთარი რისკით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვზღუდავთ წვდომას გარკვეულ გვერდებზე/თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ კონფიდენციალობის გარკვეული პარამეტრები ამგვარი ინფორმაციისთვის თქვენს ანგარიშის პროფილზე შესასვლელად, გაითვალისწინეთ, რომ არც ერთი უსაფრთხოების ზომა არაა სრულყოფილი. გარდა ამისა, ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ვებსაიტის სხვა მომხმარებლების ქმედებებს, რომლებისთვისაც თქვენ შეიძლება გადაწყვიტოთ თქვენი სამომხმარებლო კონტენტის გაზიარება. შესაბამისად, ჩვენ ვერ და არ მოგცემთ გარანტიას, რომ არაუფლებამოსილი პირები არ ნახავენ თქვენს სამომხმარებლო კონტენტს.
ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ ქუქი-ფაილებისა და მონაცემთა ავტომატური შეგროვების სხვა ტექნოლოგიების საშუალებით
თქვენს მიერ ჩვენს ვებსაიტზე ნავიგაციისას და მასთან ურთიერთქმედების, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ქუქი-ფაილები ან მონაცემთა ავტომატური შეგროვების სხვა ტექნოლოგიები თქვენი მოწყობილობის, საიტის დათვალიერების ქმედებებისა და შაბლონების შესახებ გარკვეული ინფორმაციის შესაგროვებლად, მათ შორის:
ჩვენს ვებსაიტზე თქვენი ვიზიტების დეტალები, ტრაფიკის მონაცემების, ლოკაციის მონაცემების, სისტემაში შესვლისა და კომუნიკაციის სხვა მონაცემების და რესურსების ჩათვლით, რომლებთანაც წვდომას ახორციელებთ და იყენებთ ვებსაიტზე.
ინფორმაცია თქვენი კომპიუტერისა და ინტერნეტ კავშირის შესახებ, თქვენი IP მისამართის, საოპერაციო სისტემისა და ბრაუზერის ტიპის ჩათვლით.
ინფორმაცია, რომელსაც ავტომატურად ვაგროვებთ, წარმოადგენს სტატისტიკურ ინფორმაციას და შეიძლება მოიცავდეს პერსონალურ ინფორმაციას, და ჩვენ შეგვიძლია მისი შენახვა ან დაკავშირება პერსონალურ ინფორმაციასთან, რომელსაც სხვაგვარად ვიყენებთ, რომელსაც თქვენ გვაწვდით ან რომელსაც იღებთ მესამე მხარეებისგან. ის გვეხმარება ჩვენი ვებსაიტის გაუმჯობესებაში და უკეთესი და მეტად პერსონალიზებული მომსახურების მიწოდებაში, მათ შორის, საშუალებას გვაძლევს:
შევაფასოთ ჩვენი აუდიტორიის სიდიდე და ვებსაიტით სარგებლობის შაბლონები.
დავაჩქაროთ თქვენი ძიების პროცესი.
გიცნოთ, როდესაც დაბრუნდებით ჩვენს ვებსაიტზე.
ტექნოლოგიები, რომლებსაც მონაცემთა ავტომატური შეგროვებისთვის ვიყენებთ, შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
ქუქი ფაილები (ან ბრაუზერის ქუქი-ფაილები). ქუქი წარმოადგენს თქვენი კომპიუტერის მტარ დისკზე განთავსებულ მცირე ზომის ფაილს. თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ ბრაუზერის ქუქი-ფაილების მიღებაზე თქვენს ბრაუზერში შესაბამისი პარამეტრის გააქტიურებით. თუმცა, თუ თქვენ აირჩევთ ამ პარამეტრს, შეიძლება ვერ შეძლოთ ჩვენი ვებსაიტის გარკვეულ ნაწილებთან წვდომა. თუ თქვენ არ დააკორექტირებთ თქვენი ბრაუზერის პარამეტრს იმგვარად, რომ მან უარი თქვას ქუქი-ფაილებზე, ჩვენი სისტემა გასცემს ქუქი-ფაილებს, როდესაც თქვენ ჩვენს ვებსაიტზე გადმოამისამართებთ თქვენს ბრაუზერს.
Flash ქუქი-ფაილები. გარკვეულ მახასიათებლებს ჩვენს ვებსაიტზე შეუძლიათ შენახული ობიექტების (ან Flash ქუქი-ფაილების) გამოყენება თქვენი პრეფერენციებისა და ჩვენს ვებსაიტზე და მისგან ნავიგაციის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და შენახვისთვის. Flash ქუქი-ფაილების მართვა არ ხდება ბრაუზერის იგივე პარამეტრებით, რომლებიც გამოიყენება ბრაუზერის ქუქი-ფაილებისთვის.
როგორ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას
ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას, რომელსაც ვაგროვებთ თქვენს შესახებ ან რომელსაც თქვენ გვაწვდით, ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციის ჩათვლით:
ჩვენი ვებსაიტისა და მისი შინაარსის თქვენთვის გასაცნობად.
თქვენს მიერ ჩვენგან მოთხოვნილი ინფორმაციის, პროდუქტებისა ან მომსახურების მისაწოდებლად.
იმ მიზნების განსახორციელებლად, რისთვისაც თქვენ მოგვაწოდეთ ინფორმაცია ან რომელიც აღწერილი იყო მისი შეგროვების მომენტში ან ნებისმიერი სხვა მიზნისთვის, რომლისთვისაც გვაწვდით ინფორმაციას.
ჩვენი მოვალეობების შესასრულებლად და ჩვენი უფლებების განსახორციელებლად, რომლებიც გამომდინარეობს თქვენთან დადებული ნებისმიერი კონტრაქტიდან, მათ შორის, ბილინგისა და თანხის ამოღებისთვის ან სამართლებრივი მოთხოვნების შესასრულებლად.
ჩვენს ვებსაიტზე ან მისი საშუალებით ჩვენს მიერ შეთავაზებულ ან მიწოდებულ ნებისმიერ პროდუქტში ან მომსახურებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ თქვენი ინფორმირებისთვის.
ჩვენი ვებსაიტის, პროდუქტების ან მომსახურების, მარკეტინგის ან მომხმარებლებთან ურთიერთობისა და გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
თქვენთვის ინტერაქტიულ საკომუნიკაციო საშუალებებში, სოციალური მედიის ან ჩვენს ვებსაიტზე მსგავს საშუალებებში მონაწილეობის საშუალების მისაცემად.
ჩვენს მიერ თქვენთვის და სხვებისთვის მიწოდებული რეკლამის ეფექტურობის შესაფასებლად ან გასაგებად და თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მისაწოდებლად.
ნებისმიერი სხვა საშუალებით, რომელიც შეგვიძლია აღვწეროთ, როდესაც თქვენ გვაწვდით ინფორმაციას.
ნებისმიერი სხვა მიზნით, თქვენი თანხმობით.
ჩვენ ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი ინფორმაცია თქვენთან დასაკონტაქტებლად თქვენი საკუთარი და მესამე მხარეთა საქონლისა და მომსახურების შესახებ, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს თქვენთვის, კანონით ნებადართულ ფარგლებში. თუ თქვენ არ გსურთ, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ინფორმაცია ამგვარად, გთხოვთ მოგვწეროთ მეილზე: marketing@midea.ge
თქვენი ინფორმაციის გაცემა
ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მომხმარებლების შესახებ ნაერთი ინფორმაციისა და იმ ინფორმაციის შეუზღუდავად გაცემა, რომელიც არ ახდენს ნებისმიერი პირის იდენტიფიცირებას.
ჩვენ შეგვიძლია პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ ან რომელსაც თქვენ გვაწვდით, ამ პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაში აღწერილი წესით, გავცეთ:
იმ მიზნის განსახორციელებლად, რისთვისაც გვაწვდით ინფორმაციას. მაგალითად, თუ თქვენ გვაძლევთ ელ-ფოსტის მისამართს ჩვენი ვებსაიტის „გაუგზავნე მეილი მეგობარს“ ფუნქციის გამოსაყენებლად, ჩვენ ამ მეილის შინაარსა და ელ-ფოსტის მისამართს გადავცემთ მიმღებებს.
თქვენი თანხმობით.
ჩვენ ასევე შეგვიძლია გავცეთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია:
ნებისმიერი სასამართლოს ბრძანების, კანონის ან სასამართლო პროცესის შესასრულებლად, მათ შორის, ნებისმიერ სამთავრობო ან მარეგულირებელ მოთხოვნაზე რეაგირებისთვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და პრინციპებით;
ალტერნატივები იმისა, თუ როგორ ვიყენებთ და გავცემთ თქვენს ინფორმაციას
ჩვენ ვცდილობთ მოგაწოდოთ ალტერნატიული ვარიანტები თქვენს მიერ მოწოდებულ პირად ინფორმაციასთან დაკავშირებით. ჩვენ შევქმენით მექანიზმები, რათა უზრუნველვყოთ შემდეგი სახის კონტროლი თქვენს ინფორმაციაზე:
ტრეკინგ ტექნოლოგიები და რეკლამა. თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ თქვენი ბრაუზერი ისე, რომ უარი თქვათ ბრაუზერის ყველა ან ზოგიერთ ქუქი-ფაილზე, ან გასცეს გაფრთხილება, როდესაც ქუქი-ფაილები იგზავნება. იმის გასაგებად, თუ როგორ შეგიძლიათ მართოთ თქვენი Flash ქუქი-ფაილების პარამეტრები, ეწვიეთ Flash Player-ის პარამეტრების გვერდს Adobe-ს ვებსაიტზე. თუ თქვენ გათიშავთ ან უარს იტყვით ქუქი-ფაილებზე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ ვებსაიტის ზოგიერთი ნაწილი შეიძლება მიუწვდომელი იყოს ან არ ფუნქციონირდეს გამართულად.
მონაცემთა უსაფრთხოება
თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიყენებთ ფიზიკურ, ელექტრონულ და ადმინისტრაციულ ზომებს, რომლებიც შექმნილია თქვენი პერსონალური ინფორმაციის შემთხვევითი დაკარგვისა და უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, ცვლილებისა და გამჟღავნებისგან დასაცავად. ჩვენ ვინახავთ მთელ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ მოგვაწვდით ჩვენს დაცულ სერვერებზე ქსელური დაცვით. ნებისმიერი გადახდის ტრანზაქცია დაშიფრული იქნება.
თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოება და უსაფრთხოება ასევე დამოკიდებულია თქვენზე. თუ ჩვენ გადმოგეცით (ან თუ თქვენ აირჩიეთ) პაროლი ჩვენი ვებსაიტის გარკვეულ ნაწილებზე წვდომისთვის, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ამ პაროლის კონფიდენციალურობის დაცვაზე. გთხოვთ, არავის გაუზიაროთ თქვენი პაროლი. ჩვენ მოგიწოდებთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ ინფორმაციის გაცემისას ვებსაიტის საჯარო ადგილებში, როგორიცაა შეტყობინებების დაფები, რომელთა ნახვაც ნებისმიერ ვიზიტორს შეუძლია.
სამწუხაროდ, ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის გადაცემა აბსოლუტურად უსაფრთხო არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დასაცავად, ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას ჩვენს ვებსაიტზე გადაცემული თქვენი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოებაზე. პერსონალური ინფორმაციის ნებისმიერი გადაცემა ხდება თქვენივე რისკით. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ვებსაიტზე განთავსებული ნებისმიერი კონფიდენციალურობის პარამეტრების ან უსაფრთხოების ზომების გვერდის ავლაზე.
მონაცემთა შენახვა
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარად არის ნებადართული ან მოთხოვნილი მოქმედი კანონმდებლობით ან რეგულაციებით, ჩვენ შევინახავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენადაც ეს აუცილებელია იმ მიზნების შესასრულებლად, რისთვისაც ის შევაგროვეთ, მათ შორის ნებისმიერი სამართლებრივი, ბუღალტრული ან ანგარიშგების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით. ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება თქვენი პერსონალური ინფორმაციის ანონიმიზაცია მოვახდინოთ, რათა ის აღარ იყოს თქვენთან დაკავშირებული. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გამოვიყენოთ ასეთი ანონიმური და დეიდენტიფიცირებული მონაცემები ნებისმიერი ლეგიტიმური საქმიანი მიზნისთვის თქვენი შემდგომი ინფორმირების ან თქვენი თანხმობის გარეშე.
თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან წვდომა და ჩასწორება
მნიშვნელოვანია, რომ თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაცია იყოს ზუსტი და მიმდინარე. გთხოვთ, შეგვატყობინოთ, თუ შეიცვლება თქვენი პირადი ინფორმაცია. კანონის თანახმად, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ წვდომა და შეასწოროთ ის პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვფლობთ თქვენს შესახებ.
თუ გსურთ გადახედოთ, გადაამოწმოთ, შეასწოროთ ან გააუქმოთ თანხმობა თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენებაზე, ასევე შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ მეილი მისამართზე marketing@midea.ge, რათა მოითხოვოთ თქვენს მიერ ჩვენთვის მიწოდებულ ნებისმიერ პერსონალურ ინფორმაციასთან წვდომა, მისი ჩასწორება ან წაშლა. ჩვენ არ შეგვიძლია თქვენი პერსონალური ინფორმაციის წაშლა, გარდა თქვენი მომხმარებლის ანგარიშის წაშლისა. ჩვენ შეიძლება არ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა ინფორმაციის შეცვლის შესახებ, თუ გვჯერა, რომ ცვლილება დაარღვევს რაიმე კანონს ან საკანონმდებლო მოთხოვნას ან გამოიწვევს ინფორმაციის მცდარობას.
ჩვენ შეიძლება მოვითხოვოთ თქვენგან კონკრეტული ინფორმაცია, რათა დაგვეხმაროთ დაადასტუროთ თქვენი ვინაობა და თქვენი წვდომის უფლება და მოგაწოდოთ პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ვფლობთ თქვენს შესახებ ან შევიტანოთ მოთხოვნილი ცვლილებები. მოქმედი კანონმდებლობა შეიძლება საშუალებას გვაძლევდეს ან ითვალისწინებდეს, რომ ჩვენ უარი ვთქვათ თქვენთვის ზოგ ან მთელ პერსონალურ ინფორმაციასთან წვდომის მინიჭებაზე, რომელსაც ვფლობთ თქვენს შესახებ ან შეგვიძლია გავანადგუროთ, წავშალოთ ან ანონიმური გავხადოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ჩვენი ჩანაწერების შენახვის ვალდებულებებისა და პრაქტიკის შესაბამისად. თუ ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ წვდომას თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან, ჩვენ შეგატყობინებთ ამის მიზეზებს, ნებისმიერი სამართლებრივი ან მარეგულირებელი შეზღუდვის გათვალისწინებით.
თქვენი თანხმობის გაუქმება
თუ თქვენ თანხმობა განაცხადეთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვებაზე, გამოყენებასა და გადაცემაზე, შეგიძლიათ გქონდეთ კანონიერი უფლება, გააუქმოთ თქვენი თანხმობა გარკვეულ გარემოებებში. თქვენი თანხმობის გასაუქმებლად, საჭიროებისამებრ, დაგვიკავშირდით marketing@midea.ge გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ გააუქმებთ თანხმობას, ჩვენ შეიძლება ვერ მოგაწოდოთ კონკრეტული პროდუქტი ან სერვისი. ჩვენ კონკრეტულ მომენტში აგიხსნით თქვენზე ამის შედეგს, რათა დაგეხმაროთ თქვენს გადაწყვეტილებაში.
ცვლილებები ჩვენს პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაში
ჩვენი პოლიტიკა ითვალისწინებს პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაში ჩვენს მიერ შეტანილი ნებისმიერი ცვლილებების ამ გვერდზე გამოქვეყნებას. თუ ჩვენ არსებით ცვლილებებს შევიტანთ იმაში, თუ როგორ ვეპყრობით ჩვენი მომხმარებლების პერსონალურ ინფორმაციას, შეგატყობინებთ ვებსაიტის მთავარ გვერდზე შეტყობინების საშუალებით.
გვერდის ზედა ნაწილში ვუთითებთ პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის ბოლოს გადახედვის თარიღს. თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმის უზრუნველყოფაზე, რომ ჩვენ გვქონდეს უახლესი, აქტიური ელ.ფოსტის მისამართი თქვენთვის ინფორმაციის გასაგზავნად და რომ პერიოდულად ეწვიოთ ჩვენს ვებსაიტს და ამ პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკას ნებისმიერი ცვლილების შესამოწმებლად.
საკონტაქტო ინფორმაცია და მოთხოვნების დაცვის გასაჩივრება
მოხარული ვიქნებით მივიღოთ თქვენი შეკითხვები, შენიშვნები და მოთხოვნები ჩვენს კომპანიაში პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკასთან და პერსონალური ინფორმაციის დაცვის პრაქტიკასთან დაკავშირებით. გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
შპს ემტექნიქსი
თბილისი, ფარსადანის ქუჩა N 7
ჩვენ გვაქვს პროცედურები, ჩვენ მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან, ამ პოლიტიკის დაცვასა და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ მოქმედი კანონების შესრულებასთან დაკავშირებით საჩივრების ან შეკითხვების მისაღებად და მათზე რეაგირებისთვის. ჩვენ მიერ ამ პოლიტიკის დაცვის განსახილველად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს პირადი ინფორმაციის დაცვაზე უფლებამოსილ პირს ზემოაღნიშნული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.